14:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 13:54:49, 735 ნახვა

საზოგადოება
აღმაშენებლის N59-ის შენობაზე კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირ N59-ში მდებარე შენობის დასავლეთით, კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, შენობაზე ყვავილები და სხვადასხვა მცენარე ვერტიკალურად, კედელზე დამონტაჟებულ სპეციალურ მეტალის კონტეინერებში იქნება მოთავსებული, რომელზეც  წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება.

შენობების ვერტიკალური გამწვანება, მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს.  გარდა იმისა, რომ ქალაქის ვიზუალურ მხარეს ალამაზებს, გარემოს ეკოლოგიურ სისუფთავეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ასევე,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს შენობის შიგნით ტემპერატურის დარეგულირებისთვის.

მწვანე კედლის კონსტრუქციის მონტაჟის სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე უკვე მიმდინარეობს. რკინის კონსტრუქციისა და სარწყავი სისტემის აწყობის შემდეგ, კედელზე უშუალოდ მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება, რომელიც პროექტით გათვალისწინებულ ვადებში - წლის ბოლომდე დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics