|
2016-07-23 13:58:10, 768 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: დიდი უგუნურობაა იმის თქმა, რომ მტერთან ჩასვლა და დიალოგი არ შეიძლება
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენის შესახებ, ბევრი სხვა განცხადების მსგავსად, არაფრისმომცემია. როგორც „ექსპრესნიუსს“ ხუხაშვილმა განუცხადა, აუცილებელია რუსეთთან დიალოგის დაწყება და ვინც თვლის, რომ მტერთან დიალოგი არ უნდა გქონდეს, ის უგუნურია. „ის, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების ლიდერები რუსეთში დადიან, ამაში პრობლემა არ არის. პირიქით, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებებს არ ვწარმოებდით, ეს იყო უგუნურობა. ჩვენ სამხედრო ძალით ვერ მოვაგვარებთ პრობლემებს და ერთადერთი გზაა დაგვრჩენია, ეს არის მოლაპარაკებები. ის, რომ მხოლოდ მეგობრებს უნდა დაელაპარაკო და მტერთან მოლაპარაკებები არ შეიძლება - ეს შეცდომაა. ადრე პარტიები შეიძლება რუსეთში ხედავდნენ გამოსავალს, მაგრამ იქ სათაკილო იყო ჩასვლა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ეს ძლაიან კარგია. მე არ მგონია, რომ რომელი პარტია საქართველოს ნაციონალური ინტერესების გამტარებელი არ არის და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. არსებობს მოსაზრებაც, რომ პარტიები რუსეთში მხოლოდ დაფინანსებითვის ჩადიან - ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. ფული არ უნდა წყვეტდეს არჩევნების შედეგს. რაც შეეხება ლავროვის განცხადებას და ზოგადად, მსგავს განცხადებებს - ეს არის მშრალი ნათქვამი და ამით არაფერი არ იცვლება“, - აცხადებს ხუხაშვილი. ექსპერტმა საქართველოსთვის არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში შეცდომის დაშვება ჩვენს ქვეყანას ძვირად დაუჯდება. „ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პაუზა და სიტუაციაში უნდა გაერკვეს. სწორად უნდა შეფასდეს სიტუაცი, რადგან ამ დროს შეცდომის დაშვება ძალიან ცუდ შედეგს მოგვიტანს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)