13:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 00:38:27, 672 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: აღშფოთებული ვარ, მიუნხენის საზარელი ტერაქტის გამო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას ეხმიანება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"აღშფოთებული ვარ, მიუნხენის საზარელი ტერაქტის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ფიქრებით და ლოცვით თავდასხმის მსხვერპლის და მათი ოჯახების გვერდით ვართ,"  - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.

ცნობისთვის, მიუნხენის პოლიცია ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში სროლების შედეგად შვიდი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მანამდე სხვადასხვა გერმანულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია 15 დაღუპულის შესახებ. Abendzeitung თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს რომ გარდაცვლილები 6 ზე მეტია. ხოლო "დოიჩე ველე" თავდაპირველად პოლიციის დასტურის გარეშე ასევე თვითმხილველებზე დაყრდნობით 15 გარდაცვლილზე წერდა.

მიუნხენში დღევანდელი სროლების გამო, განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა.

„დოიჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა - ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე.

პოლიცია ასევე მოუწოდებს მოსახლეობას არ გამოვიდნენ ქუჩაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics