13:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 16:24:10, 619 ნახვა

საზოგადოება
ქართულ-სომხური პარტნიორობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

 თბილისში  დღეს,  ქართულ-სომხური  პარტნიორობის პროექტის- „აღმოსავლეთის პარტნიორობა ტერიტორიული თანამშრომლობისათვის“-  შედეგების   პრეზენტაცია გაიმართა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი   ევროკავშირის მიერ ხორციელდება.   2015 წლიდან საქართველოსა და სომხეთში რამდენიმე ტრასნსასაზღვო  პროექტი მიმდინარეობს.  ღონისძიება საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და სომხეთის რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროების  ინიციატივით გაიმართა.
უწყების ინფორმაციით,  საქართველოს მხრიდან კონფერენცია  საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა გახსნა.   

სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა   სომხეთ-საქართველოს 225 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გასწვრივ მდებარე რეგიონებს მოიცავს.   საქართველოში ეს რეგიონები ქვემო ქართლითა  და სამცხე-ჯავახეთითაა წარმოდგენილი, სომხეთში- ლორე, შირაქითა  და თავუშით. ამ დროისათვის  აღნიშნულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა მილიონ 425 ათასს შეადგენს, სადანაც 699 ათასი სომხეთში, 726 ათასი კი საქართველოში ცხოვრობს.

პროგრამის  მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, სასაზღვრო რაიონებში ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური პროექტების განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის პოტენციალის გაზრდა, ეკოლოგიის, დასაქმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში არსებული პრობლემების გადაწყვეტაა.

მსგავსი პრეზენტაცია სომხეთში 26 ივლისს გაიმართება. 
(NS)     

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics