01:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-23 17:29:54, 1127 ნახვა

სამართალი
შსს-ს საფრანგეთის პოლიციის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია.

შსს-ს ცნობით, ფრანგულ მხარეს წარმოადგენდნენ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საგამოძიებო დანაყოფის უფროსი, სტეფან დეპონი და კრიმინალური პოლიციის მთავარი დეპარტამენტის ფინანსური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს რუსულენოვანი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნიკოლას გონგორა.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი კოლეგები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო ტაქტიკა, რისკები და ანალიტიკური შესაძლებლობები განიხილეს. ვლადიმერ ბორცვაძე სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

დელეგაციის წევრებმა, ასევე, შეხვედრა გამართეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან. ფრანგი სამართალდამცველები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას გაეცნენ და ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასა და კრიმინალურ პოლიციას შორის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება დაგეგმეს.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics