13:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 16:55:49, 678 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაობი გრძელდება

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაობი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა მისამართზე  17 სკვერის მოწყობა ხორციელდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. 

მათივე ცნობით, ერთ-ერთი დიდი სკვერი ეწყობა  ბერიაშვილის ქუჩაზე,  რომლის ფართობიც 10 560 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

სკვერებში ეწყობა ქვიშის მოედნები, ატრაქციონები, ასევე ე.წ. კაუჩუკის მოედნები, იგება ფილები; კეთდება წყაროები. სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად იცვლება მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები.

აღსანიშნავია, რომ ყველა სკვერი სამგორის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული.

სამგორის გამგებლის გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.

„ვმუშაობთ ინტენსიურ რეჯიმში. მუდმივი კომუნიკაცია გვაქ ვს მოსახლეობასთან და ყველა პროექტი განხორციელდება მათი ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.
(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics