|
2016-07-20 16:15:54, 661 ნახვა
პოლიტიკა
გიულენის ექსტრადირებაზე უარის შემთხვევაში, თურქეთი აშშ-სთან „მეგობრობის საკითხს გადახედავს“
ოფიციალური თურქეთის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები ერდოღანის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებულ სასულიერო პირს ფეთჰულა გიულენს თურქეთს არ გადასცემს, ეს უკანასკნელი აშშ-სთან "მეგობრობის საკითხს გადახედავს", - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ბოლო მონაცემების თანახმად, 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 20 ათასამდე მოქალაქე, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, სამხედროები და რიგითი მოქალაქეები დააპატიმრეს, ან დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თურქეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების 1500 თანამშრომელს შეუჩერეს უფლებამოსილება, 30 გუბერნატორი და ხელისუფლების მაღალი რანგის 50 წარმომადგენელი კი სამსახურიდან გაუშვეს. პრემიერ მინისტრის, ბინალი ილდიმირის ცნობით კი, ჯამში 7543 ადამიანი დააკავეს, საიდანაც 6038 სამხედრო პირია. შეგახსენებთ, რომ ამბოხებას 290-ზე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საიდანაც 200-მდე ადამიანი რიგითი მოქალაქე, პოლიციელი ან სამხედრო პირია. ამბოხების შედეგად, 1400-მდე ადამიანია დაშავებული. თურქეთის პრეზიდენტმა, რომელმაც მომხდარში აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირი, ფეტულა გიულენი დაადანაშაულა, ამბოხების ჩახშობის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯის აღდგენა განიხილოს, რასაც მსოფლიო ლიდერებისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)