17:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 13:27:05, 756 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და მას ქართულ-სლოვენიურ ურთიერთობებში ახალი ფურცელი უწოდა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიის პრეზიდენტი საქართველოში დაპატიჟა:

"მე მინდა გაცნობოთ, რომ სლოვენია ყოველთვის ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, მაგრამ მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ არსებობს კიდევ ძალიან ბევრი სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია აქტიურად ვითანამშრომლოთ.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთნ დაკავშირებით სლოვენიამ ვარშავის სამიტზევე გააკეთა განცხადება, არსებობს ეკონომიკურ, კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

შესაძლებელია  თანამშრომლობა იმ დიდი გამოცდილების გაზიარებით, რომელიც ჩვენი მსგავსი წარსულის მქონე ქვეყანას აქვს რეფორმირების, და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

მე, დავპატიჟე სლოვენიის პრეზიდენტი. იქნება საპასუხო მაღალი დონის ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში, რაც გააღრმავებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსაც და თანამშრომლობასაც საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics