17:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 19:58:30, 694 ნახვა

პოლიტიკა
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს მხარდაჭერას უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგაც გააგრძელებს

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს მხარდაჭერას უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგაც გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) გენერალურმა დირექტორმა მიქაელ შპინდელეგერმა იუსტიციის მინისტრთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. 

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრს ვიზალიბერალიზაციის გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე გაწეული დახმარებისთვის. 

„დიდ მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს გუნდს იმ ძალისხმევისთვის, რაც მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის გზაზე გაგვიწიეთ. ეს კომპონენტი ერთ-ერთი უმთავრესი იყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში და მის შესრულებას გასული წლის დეკემბერში ევროკომისიის ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს. იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსთან, სადაც მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნო მუშაობს, თქვენს ორგანიზაციას საუკეთესო თანამშრომლობა აქვს”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მიქაელ შპინდელეგერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრი არ შეწყვეტს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი დადებითად გადაწყდება:

“ჩვენ გუშინ ევროკომისრისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოს მოქალაქეები მალე შეძლებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას. ამის შემდეგაც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს საქართველოსა და თქვენს უწყებასთან აქტიურ თანამშრომლობას უკვე გრძელვადიანი პროგრესისთვის”, - განაცხადა მიქაელ შპინდელეგერმა. 

იუსტიციის მინისტრისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) გენერალური დირექტორის შეხვედრა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია  „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics