18:55 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 11:19:26, 1583 ნახვა

მსოფლიო
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა.

საფრანგეთის შს მინისტრის ბერნარ კაზნევის ინფორმაციით,  14 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ცნობისთვის, გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი ავტომანქანას ისე ატარებდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაჯახებოდა. ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრი გაიარა, შემდეგ კი სატვირთო მანქანა გააჩერა და ადგილზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოჩნდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics