18:23 - 23 May, 2026
|
2016-07-11 13:49:00, 1549 ნახვა
მსოფლიო
ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ 7 ეჭვმიტანილი დააპატიმრეს
თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს, - ამის შესახებ ABC News იუწყება. მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი უცხოელია. ისინი რამდენიმე დღის წინ, ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში, „შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებაში წევრობის“ ბრალდებით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 3 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთის მთავრობის ცნობით, ტერაქტი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)