|
2016-07-09 11:04:08, 653 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩუსი: საქართველო ნატო-ს მომავალი წევრია
საქართველოს სტატუსი ნატო-ში მკაფიოა - ის არის ალიანსის მომავალი წევრი, შემდეგი ნაბიჯი კი ნატო-ს წევრობა უნდა იყოს, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ვარშავაში ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი უკვე გააჩნია. "საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი მინიჭებული აქვს. პრაქტიკულად მას მეტი არაფერი სჭირდება. არსებობს ნატო-საქართველოს კომისია, საპასუხო მექანიზმი, მხარდამჭერი პაკეტი. ახლა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან ძალისხმევა უფრო აქტიური გახდეს, უფრო ინტენსიურად ჩატარდეს წვრთნები, კრიზისების მართვის სწავლებები, სადაც ჩვენი სამხედროები ერთად შეძლებენ მონაწილეობას. საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ არის აქტიური და სანდო მოკავშირე. ამიტომ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ეს სტატუსი მკაფიოა - ალიანსის მომავალი წევრი, მომავალი ნაბიჯი წევრობა უნდა იყოს, ეს დროსთან არის დაკავშირებული. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მე ვნახე, რომ საქართველოს მხრიდან მოტივაცია არსებობს. ყველა კოლეგა ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი. ვიმეოდვნებ, რომ საქართველო სულ უფრო მიუახლოვდება დასახულ მიზანს”, - განაცხადა ლინკევიჩუსმა. ლინკევიჩუსის თქმით, საქართველოში დაგეგმილი არჩვენები იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოცდა, თუმცა ლიტველი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ის მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფოა. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტი მიმდინარეობს. სამიტში მონაწილეობას ქართული დელეგაციაც იღებს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)