15:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 19:43:40, 718 ნახვა

პოლიტიკა
კერი ოპოზიციასთან შეხვედრაზე: საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც ოპოზიციასა და პროცესის პატივისცემას ეყრდნობა

მოხარული ვარ, რომ შევხვდი ოპოზიციის წევრებს საქართველოში, რომელიც არის გულმხურვალე და აქტიური დემოკრატიული ქვეყანა და ოპოზიციასა და პროცესის პატივისცემას ეყრდნობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. 

აღნიშნული განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  

კერიმ საქართველოს მოუწოდა, თავდაჯერებულად და მკაფიოდ რეფორმებისკენ სვლა გააგრძელოს. 

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ოპოზიციის წევრებს საქართველოში, რომელიც არის გულმხურვალე და აქტიური დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ეყრდნობა ოპოზიციასა და პროცესის პატივისცემას. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საპარლამენტო არჩევნები ყველა თქვენგანის სურვილის გამო, რომელიც ევროპული ინტეგრაციის სწრფავას გულისხმობს. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თავდაჯერებულად და მკაფიოდ რეფორმებისკენ სვლა, სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი არჩევნებით ყველამ იამაყოს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ძალისხმევით, ეს შესაძლებელია”, - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics