|
2016-07-07 18:24:15, 1406 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 292-მდე გაიზარდა
ბაღდადში 3 ივლისს მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 292-ს მიაღწია, - ამის შესახებ BBC ერაყის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო მანქანა ერაყის დედაქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ სავაჭრო რაიონში, ელ-ქარადაში აფეთქდა. მალევე მეორე აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 117 ცხედარის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება, ხოლო 115 ცხედარი ნათესავებს და ოჯახის წევრებს გადასცეს. მედიის ცნობით, 200-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ცნობისთვის, თავდასხმის შემდეგ ერაყში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქებები ერაყის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ფალუჯას ისლამისტებისგან გათავისუფელბიდან ერთ კვირაში მოხდა. 3 ივლისს განხორციელებული თავდასხმა ერაყში 2003 წლიდან ყველაზე სისხლიანი ტერაქტი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)