15:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 12:25:47, 695 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ჩვენ ვაძლიერებთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას

„ჩვენ ვაძლიერებთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და ამ თვალსაზრისით, აშშ-ის ძალიან მადლიერი ვართ“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.

ბაქრაძემ საქართველოს სახელმწიფოსა და  აშშ-ს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 „საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, მისი უსაფრთხოების გაძლიერება და მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია არის ჩვენი  სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. აქიდან  გამომდინარე, ჩვენთვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სწორედ ამ მიზნების მომსახურება.ძალიან მადლიერი ვართ აშშ-ის, რომ  სწორედ ამ თვალსაზრისით აძლიერებს ჩვენთან თანამშრომლობას. საქართველოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ის მაღალი ნდობა, რომელიც საქართველოს გააჩნია, არის ძალიან მნიშვნელოვნად დაფასებული ამ მაღალი თანამშრომლობით. ჩვენთვის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და  ნატო-სთან თავსებადობის უზრუნველყოფა, არის მნიშვნელოვანი.ასევე რეგიონში გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გულსხმობს გამკწვევების აღმოჩენას,  მათ ანალიზსს,მათზე რეაგირების დაგეგმვას, ეს მემორანდუმი ქმნის ძალიან კარგ ფორმატს, რაც ჩვენთვის ასე აუცილებელია. ჩვენ ვაძლიერებთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics