15:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 18:02:57, 683 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: 2016 წლის არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამაგალითო იქნება

"მე არ მიმაჩნია, რომ ეს იყო გაფრთხილება და როდესაც ხარ საქართველოში და მისი ყველაზე უფრო დიდი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სხელმწიფო მდივანი და სამ თვეში არჩევნებია ამაზე რომ არ ილაპარაკო შემაშფოთებელი ამბავი იქნება", - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც არჩევნებსა და მედიაპლურალიზმის შესახებ ჯონ კერის  განცხადებას  ეხებოდა.

ხიდაშელის თქმით, ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები ყველაზე სამაგალითო იქნება, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა.

"არ მიმაჩნია, რომ ეს გაფრთხილება იყო, როდესაც ხარ საქართველოში და ხარ მისი ყველაზე უფრო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი და სამ თვეში არჩევნებია, ამაზე რომ არ ილაპარაკო, ეს ძალიან შემაშფოთებელი ამბავი იქნება. ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება ყველაზე სამაგალითო, რაც კი ოდესმე ჩვენს ქვეყანას უნახავს. სხელმწიფო მდივანი სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ ყველა ელოდება საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს, ეს რა თქმა უნდა, ასეც იქნება. ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო გაფრთხილება", - განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics