15:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 15:44:41, 934 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე: სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია - ძირეული, მყისიერი, ფართომასშტაბიანი რეფორმა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ  "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობა და იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებული ხარვეზები განიხილეს.

როგორც პრეზიდენტის სასახლეში, შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია, ანუ ძირეული, მყისიერი, ფართომასშტაბიანი რეფორმა და  არამარტო რაღაც ინსტიტუტების და მექანიზმების შეკეთება.

„ტრანსფორმაცია არ ხდება და ძალიან ვწუხვართ, რომ მესამე ტალღის განხორციელება და მისი მიღება პარლამენტის მიერ შეჩერდა. პრობლემა იმაშია, რომ სასამართლოში შესაძლებელია დაინიშნონ ოდიოზური ფიგურები, დაინიშნონ არასწორად, არამართებულად და ეს ბუნებრივია, კითხვებს ბადებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების სანდოობას", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ტრადიციულად აქვს მაღალი ინტერესი სასამართლო რეფორმების და არსებული ხარვეზების მიმართ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, იმას რომ სასამართლო რეფორმა არ არის ერთ-ერთი რიგითი რეფორმა, ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics