15:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 20:27:49, 567 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს დარკო პაიოვიჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაიოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში სტუმრობს.

მიხეილ ჯანელიძემ მონტენეგროს მიულოცა ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური მიწვევის მიღება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის სანდოობას და დამატებით სტიმულს აძლევს საქართველოს ნატოსთან დაახლოებისკენ მიმართული ძალისხმევის გასაძლიერებლად. დარკო პაიოვიჩის განცხადებით, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, მონტენეგროს სახით, ეყოლება კიდევ ერთი მტკიცე მხარდამჭერი ალიანსში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საერთო მიზანი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების კარგ საფუძველს ქმნის. ხაზი გაესვა ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს და მისი გამოყენების აუცილებლობას.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დარკო პაიოვიჩს მონტენეგროს მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოსა და მონტენეგროში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის გააქტიურდება თანამშრომლობა და გაიზრდება მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics