11:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 18:23:55, 736 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში „არტთერაპიის პროგრამა მოზარდებისთვის“ დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში საგრანტო პროექტის - „არტთერაპიის პროგრამა მოზარდებისთვის“ დასრულდა.

დასკვნით ღონისძიებაზე 70-მდე ნამუშევარი გამოიფინა.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრმა” (GCRT) ჩაატარა. მასში მედიაციის სახლის 12-დან 18 წლამდე ასაკის 40 ბენეფიციარი ჩაერთო, რომლებმაც გამოფენაზე არტთერაპიის ფარგლებში სხვადასხვა ნამუშევარი (ხატვა, ძერწვა) წარმოადგინეს. საგრანტო პროექტის მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაა.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. აქ იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.

 

 

NS

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics