|
2016-06-30 21:02:55, 1241 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური შეზღუდვები გაუუქმა
რუსეთმა თურქეთს სპეციალური ეკონომიკური შეზღუდვები გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას "კრემლის" საიტი ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა ბრძანებას თურქეთთან მიმართებაში შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ასევე, რუსეთის მთავრობას დაევალა მიიღოს ზომები თურქეთსა და რუსეთს შორის ჩარტერული გადაზიდვების აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის დავალებით, უნდა გაუქმდეს 2015 წლის 28 ნოემბრის ბრძანებაში პუნქტი თურქეთთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ, რომელიც ზღუდავდა ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების მიერ თურქეთის საგზურების გაყიდვას. მათივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, გამართოს მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ქვეყნებს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)