|
2016-06-30 15:19:55, 595 ნახვა
საზოგადოება
სოფელ წინუბანში წლების წინ დახურული საბავშვო ბაღის აღდგენა მიმდინარეობს
სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში საბავშვო ბაგა-ბაღის აღდგენა-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისს შემოერთებულ სოფელში საბავშვო ბაღი 1999 წელს დაიხურა და იმ დროიდან ადგილობრივებს ბავშვების ტარება რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დიდი ლილოს ბაღსა და ნასაგურის დასახლებაში უწევდათ. მათივე ცნობით, აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა. „ამ დასახლებას, თითქმის, 20 წელია საბავშვო ბაღის პრობლემა აქვს, ბაღი იყო დახურული და შესაბამისად, ვაგვარებთ ამ პრობლემას -აღვადგენთ 350 ბავშვზე გათვლილბაღს, რომელიც აღჭურვილი იქნება ისე, რომ სრულად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს, ისევე როგორც ყველა ახლადაშენებული და ჩვენს მიერ აღდგენილი ბაღი. წლის ბოლომდე დავასრულებთ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს, იანვარში აღიჭურვება შენობა, ახალი სეზონის დასაწყისში კი გავხსნით ამ საბავშვო ბაღს და შესაბამისად, წინუბნის დასახლებას მთლიანად მოვუგვარებთ საბავშვო-ბაღთან დაკავშირებულ პრობლემას,“-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მოსახლეობისმოთხოვნის გათვალისწინებით,ავარიული შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესი ორი თვის წინ დაიწყო და გეგმის თანახმად წლის ბოლომდე დასრულდება. ცნობისთვის, საბავშვო ბაღში 10 ჯგუფი გაიხსნება, მათ შორის, ორი - ბაგა. გარდა წინუბნის ბაღის აღდგენისა, თბილისთან შემოერთებულ კიდევ ორ ტერიტორიაზე-სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში წელს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყება. თბილისის მერთან ერთად,წლების წინ დახურული საბავშვო ბაღის აღდგენის პროცესს დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)