|
2016-06-29 12:34:47, 710 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთის ტერიოტრიაზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეიკავონ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული. „თურქეთის ქალაქ სტამბოლში გუშინ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ სტამბოლში და თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ჩვენს თანამემამულეებთან ხშირ კონტაქტს ვახორციელებთ. მოვუწოდებთ მათ ვინც თურქეთის ტერიტორიაზე არიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავი შეიკავონ. ასევე აღვნიშნავ, რომ სტამბოლში და საქართველოს საგარეო უწყებაში ცხელი ხაზი მოქმედებს. ამასთან, ცხელი ხაზი ანკარასა და ტრაპზონის გენსაელჩოებში მოქმედებს“,-განაცხადა დავით ჯალაღანიამ. ამასთან, მინისტრის მოადგილემ თურქულ მხარეზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვში საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მისივე თქმით, გუშინდელი დღიდან მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ. (+90 541) 818 44 00.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)