|
2016-06-28 22:59:00, 1144 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძემ საზოგადოებას საკუთარი პირველი წიგნი წარუდგინა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის პირველი წიგნის „უცნობი პორტისკენ" პრეზენტაცია გაიმართა. სადებიუტო ნაშრომში თავმოყრილია ავტორის ის ესეები, რომლებიც ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემებში 2006-2016 წლებში ქვეყნდებოდა. მათი უმრავლესობა დაწერილია აშშ-ში ემიგრაციაში ყოფნის დროს. წიგნს, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ათწლიანი პერიოდის ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენს, ორი მთავარი თემა აქვს - სამართლიანობა და თანასწორობა. „ვფიქრობ, ეს წიგნი გამოხატავს ბოლო ათწლეულს. მასში მოთავსებულია ის წერილები, რომლებიც 2006 წლიდან 2016 წლამდეა გამოქვეყნებული. კრებულში აღწერილი ძირითადი თემები საზოგადოებას დღესაც ადარდებს, ესენია - თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხებზე საზოგადოებაში კვლავაც იქნება მრავალი საინტერესო დისკუსია", - განაცხადა ანა დოლიძემ. წიგნის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ასევე პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)