|
2016-06-28 19:34:58, 770 ნახვა
საზოგადოება
პირველმა ლედიმ სოციალური საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს სოციალურ საწარმოს „კოდალა" ეწვია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებს შეხვდა, რომელთა პროფესიულ გადამზადებას, პროფესიულ სწავლებას და დასაქმებასაც საწარმო ახორციელებს. საწარმოში დღეისათვის დასაქმებულია 25 ადამიანი, რომელთაგან 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. საწარმოში ეკოლოგიურად სუფთა ხის ნაკეთობებს, ასაწყობი, მექანიზირებული და ფიგურული სათამაშოების 150-მდე სახეობას ამზადებენ. „ეს სათამაშოები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და ყველამ კარგად ვიცით, რადგან ძალიან ბევრგან შეგვხვედრია. აქ ძირითადად დასაქმებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობების პირები. ეს სათამაშოები კიდევ უფრო მეტ ფანტაზიას აღვიძებენ მათში. ეს საკმაოდ სკრუპულოზური ნამუშევრებია და ყველაფერი ეს ისეთი დანადგარების საშუალებით მზადდება, რომელსაც განსაკუთრებული სიზუსტე და ხედვა სჭირდება", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)