|
2016-06-28 15:00:14, 775 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: აუცილებლად შემოვიღებთ ავტომანქანების ტექნიკური დათვალირების სწორ სისტემას
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჰაერის დაბინძურის კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ახლო მომავალში ტექნიკური დათვალირების სწორ სისტემას შემოიღებს. „იმის მაგივრად, რომ დაგვეხვეწა არსებული რეგულაციები და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, ის მახინჯი ფორმა, რომელიც მართლაც არსებობდა წარსულში, საერთოდ გავაუქმეთ ტექდათვალიერება. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ავტომანქანების ტექდათვალიერება, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, გამოვრიცხოთ კორუპცია ამ სისტემაში და, რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი“,-განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)