|
2016-06-26 17:19:50, 699 ნახვა
საზოგადოება
საზღვრის ერთიანი მართვის თასის 2016 წლის ფინალური გათამაშება გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საზღვრის ერთიანი მართვის თასის 2016 წლის ფინალური გათამაშება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ასევე სასაზღვრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები. საზღვრის ერთიანი თასის გათამაშებაში მონაწილეობდა 4 გუნდი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია, შსს აკადემია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გუნდი გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები შემოსავლების სამსახურისა და საზღვრის დაცვის პოლიციის გუნდებმა გაინაწილეს. გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო ჯილდო გადაეცა, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. აღნიშნული ფეხბურთის ჩემპიონატი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა. მისი მიზანი იყო საქართველოში საზღვრის ერთიანი მართვის ხელშეწყობა და ამ სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)