|
2016-06-26 14:11:42, 685 ნახვა
საზოგადოება
მეფუტკრეობის პროგრამის ფარგლებში სკების გადაცემა გრძელდება
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემა გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემკახეთის რეგიონის მეფუტკრეობის 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 370 სკა და თაფლის საწური (ციბრუტი) გადასცეს. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლოა აქვთ მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი - სკები, 2 200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი) - ღირებულების 30%-ად მიიღონ. ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 7 588 სკა უკვე მიიღო. ახლო მომავალში,კიდევ 51 კოოპერატივი 3 609 სკას მიიღებს, 19 კოოპერატივს 19 ერთეული თაფლის საწური და 2 200 ლიტრიანი თაფლის შესანახიავზები (საერთო მოცულობით 41 800 ლიტრი) გადაეცემა. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძლდება. მეფუტკრეობის კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე,კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)