|
2016-06-26 10:55:27, 724 ნახვა
საზოგადოება
112-ის ინიციატივით, ფართომასშტაბიან საგანგებო სიტუაციებში ოპერირების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის ინიციატივით, ფართომასშტაბიან საგანგებო სიტუაციებში ოპერირების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, „112“-ის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სემინარზე მოწვეულნი იყვნენ ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან, ბელგიიდან და საფრანგეთიდან. კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფენ შთორქი და ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) პრეზიდენტი დემეტრიოს პიროსი. მოწვეულმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესების, ფართომასშტაბიან შემთხვევებში მოსახლეობის ინფორმირების, ქოლ-ცენტრის მოწყობისა და მომიჯნავე სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საჯარო უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. კონფერენციის ფარგლებში, სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ, ასევე, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დააკვირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)