|
2016-06-25 12:33:57, 668 ნახვა
საზოგადოება
ჯემალ ჭკუასელი საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და ორგანიზებით, ანსამბლ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ჯემალ ჭკუასელმა ქართულ ხალხურ ცეკვასა და სიმღერაზე, ასევე ფოლკლორსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის განმავლობაში დამსწრეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიმართეს სტუმარს და თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს სხვადასხვა საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას ექნება მსგავს შეხვედრებზე დასწრების საშუალება. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)