|
2016-06-25 11:43:58, 625 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი არგენტინაში ეროვნული არქივის მასალების მიხედვით მომზადებული გამოფენის დახურვას დაესწრო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი არგენტინის შინაგან საქმეთა მინისტრსა და არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ გელა სეხნიაშვილთან ერთად ბუენოს აირესში საქართველოს ეროვნული არქივის მასალების მიხედვით მომზადებული გამოფენის დახურვას დაესწრო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა არგენტინის დედაქალაქში საქართველოს ელჩ გელა სეხნიაშვილის ინიციატივით და არგენტინის ებრაული თემი „დაიას“ აქტიური მონაწილეობით მოეწყო. გამოფენას არგენტინის სახელმწიფო არქივმა უმასპინძლა. სამი კვირის განმავლობაში არგენტინის ებრაულ თემსა და სხვა დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, ქართულ-ებრაული ურთიერთობის ამსახველ ფოტო-, ვიდეო-, აუდიო- და დოკუმენტურ მასალას გასცნობოდნენ. არგენტინაში, ტრადიციულად, ძლიერი ებრაული თემია. საქართველოს ელჩის განცხადებით, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ქართველთა და ებრაელთა თანაცხოვრების უნიკალური ისტორია და ის მასალა, რომელიც ეროვნულმა არქივმა ბუენოს აირესში გაგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)