|
2016-06-24 16:52:16, 1381 ნახვა
მსოფლიო
ოლანდი: დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა მალე დაიწყება
საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა მალე დაიწყება, - ამის შესახებ France24 იუწყება. ოლანდის თქმით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროპისთვის გამოცდა იყო. “ბრიტანელმა ხალხმა რეფერენდუმის გზით ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა. ეს მტკივნეული არჩევანია. მე ვწუხვარ გაერთიანებული სამეფოსა და მთელი ბრიტანეთისთვის. თუმცა ეს მათი არჩევანია, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ და შედეგები გავითვალისწინოთ. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი აღარ იქნება. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურა მალე დაიწყება. ბრიტანელი ხალხის არჩევანი ევროპისთვის რთული გამოცდა იყო”, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ ახლა სიძლიერე და უნარი უნდა აჩვენოს, რათა ეკონომიკურ და ფინანსურ რისკებს გაუმკლავდეს, რომლებიც შესაძლოა დიდი ბრიტანეთის გასვლამ გამოიწვიოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)