|
2016-06-24 12:54:32, 1312 ნახვა
მსოფლიო
ოლანდი და მერკელი საგანგებო განცხადებებს გააკეთებენ
საფრანგეთსა და გერმანიაში მთავრობების საგანგებო სხდომები იმართება, რომელიც ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს ეძღვნება. სხდომების დასრულების შემდეგ დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საგანგებო განცხადებები. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან საგანგებო შეხვედრას მართავს. საგანგებო სხდომაზე დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ გამართული რეფერენდუმის შედეგები განიხილება. როგორც ელისეის სასახლის განცხადებაშია ნათქვამია, უახლოეს დროში ფრანსუა ოლანდი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. გერმანული მედიის ინფორმაციით, მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. როგორც მოსალოდნელია, გერმანიის ლიდერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მოლაპარაკებების შემდეგ ასევე გააკეთებს “ბრექსითთან” დაკავშირებით განცხადებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)