|
2016-06-24 12:27:32, 1044 ნახვა
საზოგადოება
Stadler: „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შეძენილი ,,Stadler KISS” მატარებლები შემოწმებულია და „Т“ გაბარიტს შეესაბამება
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ ორსართულიანი მატარებლის შეძენასთან დაკავშირებით, მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებაზე, რომელიც Stadler KISS-ის მატარებლის საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე (მათ შორის გვირაბები) თავსებადობას შეეხება, შვეიცარული კომპანია Stadler სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია: „ჩვენი პროდუქტის, მოცემულ შემთხვევაში, Stadler KISS-ის 1520 მმ-იან ლიანდაგზე საოპერაციოდ დაშვება განისაზღვრება ГОСТ 9238-83-ით ,,ნაგებობათა და რკინიგზის 1520 (1524 მმ) სივრცის მოძრავი შემადგენლობის მიახლოების გაბარიტები“. აღნიშნული ГОСТ განსაზღვრავს მაქსიმალურად დასაშვებ ზომებს მატარებლებისათვის და მიახლოებისას მინიმალურად დასაშვებ ზომებს ისეთი ნაგებობებისათვის, როგორიც არის გვირაბები, ხიდები და ბაქნები. მოძრავი შემადგენლობებისათვის არსებობს სამი ძირითადი გაბარიტი (Т, 1-Т, ВМ), რომელთაგანაც ,,Т“ ყველაზე მოცულობითია. ხელოვნურ ნაგებობებთან მიახლოებისათვისაც არსებობს ზუსტად ანალოგიური კლასიფიკაციები, შესაბამისი რეზერვის გათვალისწინებით, რათა მოძრავი შემადგენლობა არ შეეხოს ნაგებობებს, მათ შორის საქართველოს რკინიგზაზე არსებულ გვირაბებს და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს. საქართველოს რკინიგზის მიერ შეძენილი ,,Stadler KISS” მატარებლები შეესაბამება ,,Т“ გაბარიტს და იგი შემოწმებულია არა მხოლოდ ნახაზების შედარებით, არამედ პრაქტიკული გაზომვის გზითაც. საგულისხმოა, რომ შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობა შემოწმებული და დადასტურებულია გერმანიის რკინიგზის (Deutsche Bahn AG – DB international) შესაბამისი ექსპერტების მიერ და გაცემულია დადებითი დასკვნა. მგზავრთა განსათავსებლად მეორე სართულის მოწყობა დასაშვებია, ვინაიდან ძველი, ერთსართულიანი მატარებლები არ გამოიყენებენ გაბარიტის სრულ სიმაღლეს, ხოლო ორსართულიანი ,,Stadler KISS” მატარებელი ვერც კი ავსებს ,,Т“ გაბარიტს. ორსართულიანი ელექტრო ,,KISS” მატარებლები, რომლებიც საქართველოს რკინიგზისთვისაა განკუთვნილი, შვეიცარიელი ინჟინრების მიერ არის შემუშავებული, რა დროსაც მათ შვეიცარიის, გერმანიის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის, ანუ ევროპელი დამკვეთებისათვის დამზადებული, მსგავსი კონსტრუქციის მატარებლები შექმნეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)