|
2016-06-23 16:01:07, 799 ნახვა
საზოგადოება
არქიტექტურის სამსახური ატენის ქუჩის 17-19-ის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ატენის ქუჩის 17-19-ის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველადი პროექტის შეთანხმება, არქიტექტურის სამსახურთან 2007 წელს მოხდა.
"ატენის ქუჩა17-19-ში მდებარე ობიექტთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მშენებლობის პირველადი პროექტის შეთანხმება, თბილისის არქიტექტურის სამსახურთან, მოხდა 2007 წელს. 2011 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის პარამეტრების გაზრდის საკითხი „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭომ“ გადაწყვიტა დადებითად, რომლის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი მერის ბრძანებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) 4.0-დან 8.0-მდე გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. ამჟამად ძალაშია 2011 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილი პარამეტრები. აღნიშნული საკითხის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში და თბილისის არქიტექტურის სამსახური იმოქმედებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)