09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 13:13:12, 527 ნახვა

საზოგადოება
ეკომიგრანტ ოჯახებს მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლები დაუკანონდებათ

ეკომიგრანტ ოჯახებს მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლები დაუკანონდებათ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, დღეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, 71 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთები გადაეცემა.

„ეს არის მეორე ეტაპი. დღეს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცემა 71 ეკომიგრანტ ოჯახს ეს სახლი და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. ეს არის კახეთის რეგიონში 44 სახლი და მიწის ნაკვეთი და ქვემო ქართლის რეგიონში 27 სახლი და მიწის ნაკვეთი . უკვე მიმდინარე წელს 302 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით, რაც ვფიქრობთ, მისასალმებელია, ვინაიდან ეკომიგრანტების პრობლემა საკმაოდ მძიმეა ჩვენს ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნვეყოს მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics