|
2016-06-22 09:26:56, 505 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის რიგით შეხვედრა გაიმართა
თბილისში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების განვითარების, მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, კორუფციასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში მიმდინარე რეფორმებზე. განხილულ იქნა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. ჯგუფს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრის დასრულებისას გაიმართა ერთობლივი პრეს-კონფერენცია. „შეხვედრამ ძალზედ პოზიტიურად ჩაიარა. გვქონდა უაღრესად ღია და გულწრფელი აზრთა ურთიერთგაცვლა დემოკრატიის და მმართველობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ჩვენი ამერიკელი კოლეგების ჩართულობის და მხარდაჭერისთვის საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენელთა მონაწილეობა დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ეს არის ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა 2012 წლის შემდეგ და მოხარული ვართ, რომ დღესაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია გამოეხატათ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. „როგორც ჩვენი ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული წინსვლის და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასევე ისაუბრა საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის უმთავრესი მოვალეობაა უზრუნველყოს არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება. ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართვლოს დემოკრატიული განვითარების დიდი ხნის მხარდამჭერია. 20-21 ივნისს აშშ-ს დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)