|
2016-06-21 16:59:47, 963 ნახვა
სამართალი
მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თავარმა პროკურატურამ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი 2016 წლის 14 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გახდა. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, გამოძიება დაიწყო ცალკეული საჯარო მოხელეთა მიერ სამსხურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს, გაყვანის მიზეზი კი, გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. ეს ეპიზოდი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაშიც მოხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)