08:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 11:37:24, 643 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგოს გუნდი 23-20 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. „ბორჯღალოსნებმა“ ამჯერად ტონგოს საკმაოდ ძლიერი ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 23:20. ეს საქართველოს ნაკრებისთვის ოკეანეთის ტურნეს მეორე ტესტ-მატჩი იყო.

მატჩი დღეს დილით, საქართველოს დროით 04:45 საათზე დაიწყო. „ბორჯღალოსნები“ ოკეანეთის ტურნეს მეორე ტესტში ტონგელ „ზღვის არწივებს“, მსოფლიო თასის შემდეგ პირველად დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრები ურთიერთ შეხვედრების ისტორიაში პირველად წინ გავიდა.

მატჩი ფიჯიზე, სუვაში "ეი ენ ზედ" (ANZ) პარკზე გაიმართა.

მატჩის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 16:13 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან პირველი ლელო დავით კაჭარავამ დადო, გარდასხვა და საჯარიმო კი ზუსტად კი მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.

მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ თამაში მნიშვნელოვნად ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, ქულებში გარდასახვა ჭირდა. მერაბ კვირიკაშვილს კიდევ ორჯერ მიეცა ჯარიმით ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, რომელიც სამწუხაროდ არაზუსტი იყო.

მალევე „ზღვის არწივებმა“ კიდე ერთი ლელო დადეს და ისედაც დაძაბულ მატჩს ინტრიგა კიდევ შემატეს 16:20.

მატჩის ბოლო წუთები ყველაზე დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ ბურთს დავით კაჭარავა დაეუფლა და ლელო დადო, მან დუბლი გაიფორმა და გამარჯვებაც მოიტანა 23:20.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისთვის ოკეანეთის ტურნეში ეს მეორე ტესტ-მატჩი იყო. პირველ ტესტში სამოასთან შეხვედრა ფრედ 19:19 დასრულდა. სერიის ბოლო თამაში, 24 ივნისს საქართველოს დროით დილის 7 საათზე გაიმართება, მატჩში საქართველოს ნაკრები მასპინძელ ფიჯას დაუპირისპირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics