17:15 - 23 May, 2026
|
2016-06-15 13:27:29, 1314 ნახვა
მსოფლიო
ორლანდოში, Disney-ის პარკში ალიგატორმა 2 წლის ბავშვი ტბაში ჩაითრია
ფლორიდის შტატის პოლიცია ორი წლის ბიჭუნას ეძებს, რომელიც ალიგატორმა Disney-ის გასართობ პარკში ტბაში ჩაითრია, - ამის შესახებ Reuters წერს. როგორც მედია საშუალება წერს, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი ქალაქ ორლანდოს გარეუბანში, Disney-ის პარკში მდებარე ხელოვნური ტბის პირას მოხდა. ნებრასკიდან ჩასული ოჯახი 3 ბავშვთან ერთად ტბის პირას ისვენებდა, როდესაც 2 წლის ბიჭუნას ალიგატორი თავს დაესხა. მამამ შვილის გადარჩენა სცადა, თუმცა უშედეგოდ. მედიის იფნრომაციით, ამჟამად ბავშვს 50 სამართალდამცველი და ექსპერტი ეძებს. Disney-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია მომხდარის გამო შეძრულია. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აქამდე ალიგატორების თავდასხმა პარკში არ მომხდარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)