08:02 - 28 May, 2026
|
2016-06-13 23:47:25, 676 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია GDS წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს
დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია GDS წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. ქარტიას სარჩელით "გაერთიანებული ნიუსრუმის" ხელმძღვანელმა ირაკლი მანაგაძემ მიმართა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა “ბინა 18” შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. ირაკლი მანაგაძის აზრით დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს. ქარტიის სხდომაზე მოპასუხე მხარეებად წარმოდგენილი იქნებიან ტელეკომპანია "GDS" წარმომადგენლები ლევან გოგორელიანი და თემო მჟავია. სხდომა 20:00 საათზე დაიწყება, ქარტიის ინფორმაციით საქმე საჯარო სხდომაზე განიხილება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)