13:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 14:07:06, 663 ნახვა

პოლიტიკა
14-15 ივნისს ჟენევაში დისკუსიების 36-ე რაუნდი გაიმართება

14-15 ივნისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 36-ე რაუნდი გაიმართება.

შერიგებისა და სამოქალაქაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანუტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას უხელმძღვანელებს.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ორივე ჯგუფის შეხვედრაზე ცენტრალური საკითი იქნება 19 მაისს, ხურჩაში აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და უკანონო დაკავებები.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე  გადაადგილების თავისუფლების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების,  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო- სამეურნეო მიწებზე წვდომის, ხელოვნური ბარიკატების მოწყობის, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.

სახელწმიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე აღნიშნავს, რომ ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება. 

მისივე ინფორმაციით, 14 ივნისს გაიმართება ორმხრივი შეხვედრები დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ხოლო სამუშაო შეხვედრებს ჯგუფები 15 ივნისს გამართავენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics