13:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 13:23:59, 672 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: შეძრწუნებული ვარ თავზარდამცემი ტერაქტის გამო, რომელმაც ორლანდოში უდანაშაულო ადამიანების სოცოცხლე შეიწირა

საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ორლანდოს გეი-კლუბში მომხდარი თავდასხმის გამო, აშშ-ის მთავრობას და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ტრაგედია, არის ძალიან მკაფიო სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, თუ რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აასმაგებს მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას.

„შეძრწუნებული ვარ თავზარდამცემი ტერაქტის გამო, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი სისასტიკის სამიზნე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს მოქალაქეების თავისუფლებისა და ოცნების ქვეყანა.

ეს ტრაგედია, არის ძალიან მკაფიო სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აასმაგებს მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას.

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს, თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics