13:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 18:48:34, 721 ნახვა

პოლიტიკა
ავსტრიის შს მინისტრი: არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ვიზალიბერალიზაცია პირველ ივლისამდე ამოქმედდება

არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ვიზალიბერალიზაცია პირველ ივლისამდე ამოქმედდება, - ამის შესახებ ავტსრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ სობოტკამ განაცხადა.

სობოტკას თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი უფრო ორგანიზებულ დანაშაულთან არის კავშირში, ვიდრე მიგრაციულ კრიზისთან.

“საქმე მიგრაციულ კრიზისში არ არის, უფრო ორგანიზებულ დანაშაულშია. თუმცა ეს არ ეხება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს. ქართული კრიმინალური დაჯუფებები ორგანიზებულად მოქმედებენ გარკვეულ ქვეყნებში. დღევანდელი შეხვედრა უფრო ტექნიკური ხასიათისაა. არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ვიზალიბერალიზაცია პირველ ივლისამდე ამოქმედდება”, - განაცხადა ვოლფგანგ სობოტკამ.

ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება სუბოტკამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics