|
2016-06-08 10:50:15, 580 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დაიწყო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა თეთრ სახლში, ევრილ ჰეინსთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილესთან გამართა. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ევროპის საკითხებში ჩარლზ კაპჩანიც ესწრებოდა. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, დღის წესრიგი უცვლელია - ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მეტი წარმატების მიღწევა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობს შორის ურთიერთობებს ახალ და განსაკუთრებულ ფაზაში გადაიყვანს. ამ ურთიერთობების შედეგები კი, დროის შემჭიდროებულ ვადებში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში იქნება გამოხატული. „თეთრ სახლში საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებას შეეხებოდა. ძალიან კარგი ახალი ამბები გვაქვს, მაგრამ ამის შესახებ უკვე თბილისში ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც დავასრულებთ შეხვედრებს თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტში. დღევანდელი შეხვედრა თეთრ სახლში საინტერესო გამოდგა, რადგან იმაზე მეტი სიურპრიზი დაგვახვედრეს, ვიდრე ველოდით. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი მაქვს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ფორმატში. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთობლივი, წარმატებული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არის ამ ახალი და საინტერესო ამბების განმაპირობებელი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ევრილ ჰეინსთან შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი დევიდ კრამერს შეხვდა, რომელიც 2014 წლის ნოემბრიდან მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მიმართულების დირექტორია. დევიდ კრამერი სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური კვლევების უფროსი მკვლევარი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯერ ევროპისა და ევრაზიის (რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი), შემდეგ კი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის უფლებების საკითხებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 ივნისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობაში. 8 ივნისს თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვა აშშ-ის ადმინისტრაციულ კონფერენციაზე. გაიმართება შეხვედრები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტშიც.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)