|
2016-06-08 09:31:44, 910 ნახვა
სამართალი
შსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე საჯად დ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო 1956 წელს დაბადებულ ასლან კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. „სამართალდამცველებმა, საჯად დ.-ს ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, 24 გრ გამომშრალი მარიხუანა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, „LLAMA“-ს მოდელის პისტოლეტი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)