|
2016-06-06 23:58:34, 594 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან - ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტ იაცეკ სარიუშ - ვოლსკისთან, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ კრისტიან დან პრედასთან და ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარესთან მანფრედ ვებერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დროულად განახორციელოს სათანადო პროცედურები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ. ,,ეს იქნება დამატებით მნიშვნელოვანი ბიძგი საქართველოს შემდგომი ევროპული ინტეგრაციისათვის და ქვეყანაში ევროპული პროცესების განვითარებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივლისდან ოფიცილურად ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილს, არამედ უკვე აუცილებელობას წარმოადგენს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მხარეებმა ისაუბრეს ასევე, დემოკრატიულ რეფორმებზე და მის განვითარებაზე. ასევე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე. აღინიშნა, რომ ეს არჩვნები საქართველოში სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს და უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის ყველაზე მაღალ სტანდარტებს. შეხვედრაზე ევროპარლამენტარები დაინტერესედნენ ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი. აღინიშნა, რომ პოზიტიურია, პარტიებისათვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდი, რადგან მათ დიდი დრო მიეცემათ ამომრჩეველთან მუშაობისათვის. საქართველო მიესალმება ევროპელი კოლეგების, მათ შორის, ევროპარლამენტარების ჩართულობას, როგორც არჩევნების, ისევე წინასააერჩევნო პროცესში. საქართველო დაინტერესებულია მაქსიმალური თანამშრომლობით ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)