|
2016-06-06 17:51:37, 663 ნახვა
პოლიტიკა
მერკელის ბლოკში საქართველოსთვის უვიზო ლიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგ გამოდიან
გერმანელი პოლიტიკოსები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკში გაკეთდა. ცნობისთვის, ბლოკის თავმჯდომარე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია. BILD-ის ცნობით, ბუნდესტაგის დეპუტატმა არმინ შუსტერმა განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან, გერმანიაში ორგანიზებულ დანაშაულში სხვა უცხოელ მიგრანტებზე მეტად არიან ჩართული. მისივე განმარტებით, ქართული კრიმინალური დაჯგუფებები გერმანიაში წამყვან ძალად იქცნენ, რომელიც ბინების ძარცვებით არიან დაკავებული. ამასთან, შუსტერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესება გერმანიაში კრიმინალის გაზრდას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, დეპუტატი ჰანს-პეტერ უჰლის განცხადებით, ამჟამად საქართველოსთვის ვიზების გაუქმებაზე თუ ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის. დეპიტატის თქმით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება გერმანიაში უკონტროლო მიგრაციას და კრიმინალის ზრდას შეუწყობს ხელს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. როგორც მედია საშუალება, გერმანიის სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, გასულ წელს გერმანიაში ბინის ძარცვის 167 000 ფაქტი განხორციელდა, აქედან უმრავლესობა ქართულმა მაფიამ ჩაიდინა. გერმანიის კრიმინალური პოლიციის მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე ანდე შულცის განცხადებით, ქართული მაფია „მიზანმიმართულად აგზავნის საქართველოდან გერმანიაში კრიმინალებს“, რის შემდეგაც აღნიშნულ პირებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე შეაქვთ განაცხადი. შულცის განრმატებით, სანამ შესაბამისი სტრუქტურა მათ საქმეს განიხილავს, მაფია დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის. შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისევ ვერ შეთანხმდნენ და გადაწყვეტილების მიღება 1 კვირით გადაიდო.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)