|
2016-05-31 18:07:52, 618 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
1-3 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან. მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის მუშაობაში, სადაც დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა. მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვენის დიპლომატიურ აკადემიას, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის პრეზიდენტთან ვერნერფასლაბენდთან და ვენის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან ჰანს ვინკლერთან. ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე:"European integration of Georgia: Achievements and Challenges of the EU Associated Partner" ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და შეხვედრას გამართავს ავსტრიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრთან ანდრია ჰაგმანთან. მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას, სადაც სიტყვით მიმართავს სტუმრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)