|
2016-05-31 11:08:39, 626 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ჩვენი ამოცანაა, ენერგეტიკის სექტორმა ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა დუგლას ბოლიმ ელექტოენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტი გახსნეს. ღონისძიებას ასევე, ესწრებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საზოგადოებრივი და კერძო სექტორების წარმომადგენლები, სამეცნიერო საზოგადოება და ექსპერტები. სამიტი ეძღვნება ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და ასევე, თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოში წარმოებული ელექტრონერგიით კონკურენტული ვაჭრობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას. სამიტის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით. „ჩვენი ხელისუფლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონალური პარტნიორობის ხელშეწყობა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებთ მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ხაზგასასმელია წარმატებით განხორციელებული „შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტი“. შედეგად მოგვეცა შესაძლებლობა მოვამარაგოთ ჯერ თურქეთის ენერგეტიკული ბაზარი, ხოლო შემდგომ ევროკავშირის ქვეყნები განახლებადი ენერგიით. ჩვენი ამოცანაა საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, შესაბამისად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)