|
2016-05-30 16:32:41, 645 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთში დასრულდა
ყაზახეთში საქართველოს საელჩოსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ასტანაში, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო მიღებასთან ერთად ქალაქ ასტანასა და ალმაატაში სრული ანშლაგით ჩაიარა „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტებმა, რომელსაც ყაზახეთის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში 28 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ასტანასა და ბათუმს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადი ყაზახეთიდან ყოველწლიურად მატულობს. ყაზახეთი აჭარის სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს და მის ქალაქებში აქტიური სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება. წლევანდელ ზაფხულის სეზონზე ყაზახეთის ორი დიდი ქალაქიდან - ასტანიდან და აქტაუდან დანიშნულია რეგულარული პირდაპირი ფრენები ბათუმის მიმართულებით. „ეს უპრეცედენტო ფაქტია, რადგან პირდაპირი ფრენები ყაზახეთიდან აჭარაში არასოდეს შესრულებულა. ეს ფრენები კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს რეგიონში ყაზახეთიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობას. წელს ველოდებით ყაზახი ტურისტების 40-45 % მატებას. წარმატებული იყო შარშან ასტანაში ჩატარებული ბიზნესფორუმიც, რომლის შედეგადაც გაიზარდა რეგიონის ცნობადობა და უძრავი ქონების რეალიზაცია. ასევე ტურისტების რაოდენობაც", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ ყაზახეთში ვიზიტის შეფასებისას. მხარეებმა აჭარაში ყაზახური ინვესტიციების განხორციელების ახალი შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს საელჩოში კულტურის დღეების დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო გაზრდილიყო ქვეყნის ცნობადობა, უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესბულიყო აჭარის რეგიონით. ყაზახეთში საქართველოს ელჩის გურამ პატარაძის შეფასებით: „ძალიან ბევრი კომპანიაა დაინტერესებული საქართველოში ბიზნესის წარმოებით, მოქალაქეები კი უძრავი ქონების შეძენით განსაკუთრებით ბათუმში, ზღვის სანაპიროზე. ჩვენ მათ გავაცანით პირობები და ის შეღავათები, რითაც შეიძლება ისარგებლონ ინვესტორებმა და ბიზნესმენებმა საქართველოში." ყაზახი ინვესტორებისთვის საინტერესო კონკრეტული მიმართულებები აჭარაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ბათუმში სექტემბერში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე გამოიკვეთება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)